თინა ხიდაშელი: ვისაც უნდა დამკითხოს, სადაც უნდა იქ მივალ, რა დოკუმენტებსაც უნდათ იმ დოკუმენტებს მივიტან

news
: news მარტი 1, 2016 11:11

თინა ხიდაშელი: ვისაც უნდა დამკითხოს, სადაც უნდა იქ მივალ, რა დოკუმენტებსაც უნდათ იმ დოკუმენტებს მივიტან

ვისაც უნდა დამკითხოს, თუმცა საჯაროდ ეს თემა დავამთავრე, – ამის შესახებ კრწანისის სასწავლო ცენტრში თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საგარეჯოს არჩევნების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი მხრიდან ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია, “ყველა გზავნილი სახეზეა და “გამგები გაიგებს”.
რაც შეეხება საჯარო დისკუსიას, ხიდაშელის თქმით, ის ამის შესახებ საუბარს აღარ აპირებს.
“ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათქვამია. ყველა დოკუმენტი და ყველა გზავნილი სახეზეა და ვისაც უნდა, რომ გაიგოს, გაიგებს, ვისაც შეუძლია წაიკითხოს და წაკითხულის შინაარსი, როგორც პირველ კლასში ასწავლიან, ისე გამოიტანოს. ვისაც არ უნდა, ვერ გაიგებს. ასე რომ, ამ საუბარს აზრი აღარ აქვს. ვისაც უნდა დამკითხოს, სადაც უნდა იქ მივალ, რა დოკუმენტებსაც უნდათ იმ დოკუმენტებს მივიტან. ჩემთვის ეს იმდენად არასერიოზული საკითხია, რომ მზად ვარ ყველასთან, ყველანაირ ფორმატში საუბრისთვის, თუმცა საჯაროდ ეს თემა დავამთავრე”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

news
: news მარტი 1, 2016 11:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics