ლევან თარხნიშვილი: ხელისუფლების მხრიდან ამ კომპანიის მიმართ გარკვეული ინტერესები იკვეთება

news
: news თებერვალი 27, 2016 13:25

ლევან თარხნიშვილი: ხელისუფლების მხრიდან ამ კომპანიის მიმართ გარკვეული ინტერესები იკვეთება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან თარხნიშვილის განცხადებით, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მერიის მიერ შერჩეული კომპანიის მიმართ, რომელმაც თბილისში საცობების განტვირთვაზე უნდა იმუშაოს, ხელისუფლებას გარკვეული ინტერესები აქვს.

„თბილისის მერიაში საცობების პრევენციის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის მიხედვით, საცობების განტვირთვის მიზნით, სააკაძის მოედანზე შუქნიშნები უნდა დამონტაჟდეს. აღნიშნული ვარიანტი ერთ-ერთია, რომელსაც საბურთალოს რაიონში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად „გერმანული“ საკონსულტაციო კომპანია „A+S“ თბილისის მერიას სთავაზობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დავინტერესდით, თუ რა პრინციპებითა და კრიტერიუმებით მოხდა აღნიშნული “გერმანული” კომპანიის შერჩევა და რა დაუჯდა ეს ყველაფერი თბილისის ბიუჯეტს.

შესაბამისად წერილობით მივმართეთ თბილისის მერიას და გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში რამოდენიმე რამეა აღსანიშნავი:

1. თბილისის მერიამ, ყოველგვარი კონკურსისა და ტენდერის გარეშე, პირდაპირი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გააფორმა 40 000 ევროს ოდენობის ხელშეკრულება “გერმანულ” “A+S” კომპანიასთან, როცა ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა.

2. მაშინ, როცა თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში უამრავი ადამიანია დასაქმებული, ვისი პირდაპირი კომპეტენციაც სწორედ ეს არის, საგზაო ნიშნების, მონიშვნების და შუქნიშნების განლაგების და დამონტაჟების უზრუნველყოფა, ასევე შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება. აღარ ვსაუბრობ ადგილობრივ ექსპერტებსა და სპეციელისტებზე, რომლის დაქირავებაც თბილისის მერიას 10-ჯერ ნაკლები დაუჯდებოდა.

3. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული „გერმანული“ კომპანიის საქმიანობა და ძალიან უცნაური ფაქტი აღმოვაჩინეთ. კომპანია უბრალოდ დაარსებულია გერმანიაში, მაგრამ მათი საქმიანობის არეალი, არის მხოლოდ რუსეთის ფედერაცია. მათ პროექტები განხორციელებული აქვთ მხოლოდ რუსეთის რეგიონში, მოსკოვში; კრასნოდარში, სამარაში, პეტერბურგში და სხვა რუსეთის ქალაქებში, აგრეთვე კომპანიამ დააპროექტა სოჭის ოლიმპიური პარკი და ოლიმპიადის ფარგლებში განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტები (აღნიშნულ ინფორმაციას შეუძლიაგ აეცნოს ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ორგანიზაციის ვებსაიტზე: http://apluss.ru/project)

4. თბილისის ბიუჯეტში კონსულტაციებისთვის გამოყოფილია 4 მილიონი ლარი, სავარაუდოდ ეს მხოლოდ დასაწყისია.

ფაქტი ერთია, აღნიშნული კომპანიის რეკომენდაციები შუქნიშნების დამონტაჟებასთან დაკავშირებით საცობების განმუხტვის მიზნით, ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული და ამას დაგიდასტურებთ ნებისმიერი ექსპერტი ტრანსპორტის დარგში. ბუნდოვანია აღნიშნული კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები, თუ რა პრინციპებიდან გამომდინარე შეარჩია თბილისის მერიამ აღნიშნული კომპანია. შესაბამისად ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ კომპანიის მიმართ გარკვეული ინტერესები იკვეთება.“- განაცხადა თარხნიშვილმა.

http://apluss.ru/project

news
: news თებერვალი 27, 2016 13:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics