“ეს საქმე გაუხსნელი არ დარჩება”-გიორგი მღებრიშვილი ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაზე საუბრობს

შინაგან საქმეთა მინისტრი თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმეს პირადად აკონტროლებს. როგორც მინისტრი კურიერთან საუბრისას აცხადებს, მან მაქსიმალური ძალების მობილიზება მოახდინა მომხდარის გამოსაძიებლად და იმედს გამოთქვამს, რომ ფაქტის შესახებ კონკრეტული შედეგები მალე დაიდება.

„არ მინდა წინასწარ ინფორმაციების მოწოდება, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში მაქსიმალური რესურსი ჩვენი ძალების მივმართე სწორედ ამ საქმის გამოსაძიებლად. მე იმედს ვიტოვებ, რომ გაუხსნელი არ დარჩება ეს საქმე და დამნაშავეებს საკადრისი პასუხი გაეცემა,“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი ალექსი პეტრიაშვილის მოსანახულებლად სავადმყოფოში გუშინ გვიან ღამით მივიდა.

 

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილი ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის პალატაში რჩება
შემდეგი სტატია“იარაღი მიაბჯინეს…თუ პეტრიაშვილის დახმარებას შეეცდებოდა, ესროდნენ”