769 აბი „სუბოქსინი“ – ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, დაკავებულია 1994 წელს დაბადებული მამაკაცი. ის სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში აიყვანეს.

უწყების ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 769 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, კონკურსი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ გამოცხადდა
შემდეგი სტატიარა მოთხოვნები აქვთ, საერთოდ, თუ იციან? – დაჩი ცაგურია რკინიგზელთა აქციას ეხმიანება