ნუგზარ წიკლაური: საგარეჯოში და გადაბანში არჩევნები ფალსიფიცირებულია

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ გარდაბანშიც და საგარეჯოშიც არჩევნების ფალსიფიცირება მოხდა. დეპუტატი ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ უნდა მოხდეს დაწერილი საჩივრების შესწავლა და მათზე რეაგირება.
„როგორც გარდაბანში, ასევე საგარეჯოში არჩევნები იყო ფალსიფიცირებული. მხოლოდ გარდაბანში 60-ზე მეტი საჩივარი არის გაყალბებასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან შეტანილი, ამაზე ლაპარაკობდა ოპოზიცია, ამაზე ლაპარაკობდა არასამთავრებო ორგანიზაციები, მაგრამ ახლა როდესაც თვით „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ღიად თქვეს, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, ეს არის სავსებით საკმარისი იმისათვის, რომ მოხდეს გამოძიება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დიდი საპარლამენტო არჩევნების წინ რათა იქაც არ მოხდეს დარღვევები“- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთმა ავსტრიიდან ელჩი „კონსულტაციისთვის“ გაიწვია
შემდეგი სტატიასასტიკი მკვლელობა ჭიათურაში – ყელგამოჭრილი ქალი ძმამ ოთახში იპოვა