კასპში ჩხუბის დროს მამაკაცი გაგუდეს

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული ზურაბ ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – 1971 წელს დაბადებულ მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ხელით გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ზურაბ ფ. მომხდარიდან ნახევარ საათში დააკავა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე: მზად ვარ, ვიყო ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ამ რეფორმის ფარგლებში
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ქადაგიძეს რომ გაეკეთებინა ის, რასაც მას თხოვდნენ, მაშინ იქნებოდა კიდევ უფრო მძიმე კატასტროფა