„საქართველოს ევროპული გზები” წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

news
: news თებერვალი 25, 2016 12:17

„საქართველოს ევროპული გზები” წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

მნიშვნელოვანი

  • 24 თებერვალს, ქ.ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნის „საქართველოს ევროპული გზები" პრეზენტაცია გაიმართება.

სხვა სტატიები

24 თებერვალს, ქ.ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნის „საქართველოს ევროპული გზები” პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი წარმოადგენს ცნობილი ავტორების მიერ მომზადებული ესეების კრებულს, რომელიც მკითხველს უზიარებს საქართველოს ევროპული კუთვნილების თავისებურებებს, ხსნის საქართველოს სწრაფვას დაუბრუნდეს ერთიან ევროპულ ოჯახს. წერილებში აღწერილია ევროპის პოლიტიკურ-კულტურული და ესთეტიური კავშირები ქართულ საზოგადოებასთან.
ევროპარლამენტარი კლერ მუდი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე, ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორი ბერნარდ ქული, წიგნის რედაქტორი ზურაბ ქარუმიძე, ერთ-ერთი ავტორი ქეთევან კინწურაშვილი ევროპარლამენტარებსა და ღონისძიების სხვა სტუმრებს ევროპულ-ქართული ისტორიულ და თანამედროვე ეთნო-კულტურულ მსგავსება-განსხვავებას გააცნობენ და პრეზენტაციის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხებენ.

news
: news თებერვალი 25, 2016 12:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics