პროკურატურამ ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი კობა კობახიძე დაკითხა

news
: news თებერვალი 25, 2016 11:40 განახლებულია

პროკურატურამ  ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი კობა კობახიძე დაკითხა

პროკურატურამ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი კობა კობახიძე დაკითხა. კობახიძე დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, გამოძიებას ინფორმაცია იმ მუქარის შესახებ მიაწოდა, რომელიც მისი მისამართით ხორციელდება.

ამასთან, კობახიძემ მედიასთან მორიგი ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მანანა და თედო კობახიძეების სიძემ მეზობელი დაჭრა, რომელსაც პროკურატურაში საქმე თედო კობახიძემ “მოუგვარა”.

“შარშან მოახდინა მეზობლის, აბულაძის დაჭრა. ამ საქმეზე არავითარი რეაგირება პროკურატურისგან ჯერჯერობით არ არის. იგი პასუხისმგებაში არ არის მიცემული, როცა დამნაშავეა. მე თედომ დამირეკა და მითხრა, რომ მან პროკურატურაში მოაგვარა საქმე. ეს არის მისი ერთ-ერთი ახლობელი პროკურორის, გაბიტაშვილის დამსახურება, რომ ის საქმე შემოდებულია თაროზე”, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მუქარას, ადვოკატის მტკიცებით, მას მუქარისშემცველ სმს-ებს უგზავნიან, რაც შენახული აქვს და რაც გამომძიებელს ანახა.

news
: news თებერვალი 25, 2016 11:40 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics