“2015 წელს ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ 20 მლნ ლარზე მეტი შეადგინა”

news
: news თებერვალი 24, 2016 13:33 განახლებულია

“2015 წელს ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ 20 მლნ ლარზე მეტი შეადგინა”

თბილისის მერიაში გამართულ დედაქალაქის მთავრობის მორიგ სხდომაზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე ისაუბრა.

დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა 2015 წელს მერიის მიერ ჩატარებული ტენდერების შედეგად მიღებულ ეკონომიაზე.

“2015 წელს ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ 20 მლნ ლარზე მეტი შეადგინა, როდესაც 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 13 მლნ ლარამდე იყო. 2015 წელს დედაქალაქის მერიამ, წინა წელთან შედარებით, რაოდენობრივად 26%-ით მეტი ტენდერი გამოაცხადა. ამასთან, 2015 წელს ტენდერით დადებული ხელშეკრულებების რაოდენობა თანხობრივად, ჯამური მოცულობით, წინა წელთან შედარებით, 42%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2015 წელს, ტენდერის შედეგად დაიდო 118 911 383 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 83 512 000 ლარს შეადგენდა. აღნიშნული მიუთითებს, რომ, წინა წელთან შედარებით, 2015 წელს მეტი მომსახურება განხორციელდა და მეტი პროექტი დასრულდა წარმატებით”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, სატენდერო პირობებში, წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტი და მკაფიო აქცენტი კეთდება ტენდერში მონაწილე კომპანიების გამოცდილებაზე და შესაბამისად, კონკურენცია იზრდება.

“ამან მოგვცა გარანტია, რომ მერიის მიერ შესყიდული მომსახურება იყო ხარისხიანი და შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. გარდა ამისა, გაუმჯობესებულია მდგომარეობა ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენის ნაწილში, რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს თბილისის მერი.

news
: news თებერვალი 24, 2016 13:33 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,946
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics