მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციით მარტის თვეში, კვირიკაშვილის მთავრობაში თანამდებობას დატოვებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მის პოსტს კი ვიცეპრემიერი/ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. ქუმსიშვილს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე შეცვლის. თავად ჯანელიძის პოსტს კი მისი მოადგილე დავით ზალკალიანი დაიკავებს. ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი ცვლილებები შს სამინისტროში, გავრცელებული ინფორმაციით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ამ დრომდე თავს იკავებს გიორგი მღებრიშვილის პოსტის დაკავებისგან.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს შეხვდა
შემდეგი სტატია“მზად ვარ, დავხარჯო იმდენი ფული, რამდენიც საჭირო იქნება”- ჩერნოვეცკის მიმართვა პრემიერ-მინისტრს