ალექსანდრე ბარამიძე: დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე პოლიტიკური ნება არსებობს

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე ქვეყანაში პოლიტიკური ნება არსებობს, თუმცა დევნის ფუნქცია არ შეიძლება პროკურატურას წაერთვას.

ამის შესახებ ალექსანდრე ბარამიძემ სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ კანონპროექტი წარადგინა.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე, რის შესახებაც ძალიან მკაფიოდ განაცხადეს იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მინისტრებმა. თუმცა ალექსანდრე ბარამიძე მიჩნევს, რომ მეორე პროკურატურის შექმნა არ იქნება საჭირო, რადგან პროკურატურა არის დევნის ორგანო. გამოძიება და დევნა ეს ორი სხვადასხვა რამეა, აქედან გამომდინარე, პროკურატურის ფუნქციებს ვერც ერთი მექანიზმი ვერ აიღებს თავის თავზე. საგამოძიებო მიზნებისთვის დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა, დიახ, არის მიზანშეწონილი, მაგრამ სხვა დევნის ორგანოს შექმნა არ არის მიზანშეწონილი”, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ კონფერენციაზე მოისმინეს ორი პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა ინგლისურ და უელსურ და ჩრდილო ირლანდიურ გამოცდილებას.

“იქაური დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმებიც არ ფლობენ დევნის ფუნქციას, აქედან გამომდინარე, მე არ მესმის რატომ მივიღებ ჩვენ აქ სხვა სურათს”, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დევნის ფუნქცია არ შეიძლება წაერთვას პროკურატურას.

” არ შეიძლება ვინმემ სხვამ გაინაწილოს დევნის ფუნქცია”, – განაცხადა ალექსანდერ ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: როდესაც ქვეყანაში არჩევნებია, რუსული პროპაგანდის გაძლიერება ხდება
შემდეგი სტატიაფონიჭალიდან გატაცებული სამირა ბაირამოვა ნაპოვნია