პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა ივლისში აღდგება

news
: news თებერვალი 20, 2016 14:06

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა ივლისში აღდგება

თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა ივლისის დასაწყისისთვის აღდგება. დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ვიცე მერ ლაშა აბაშიძესთან და მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და ხიმინჯების დადგმის სამუშაოები სრულდება.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავატომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ითვალისწინებს. ამ მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950 მლნ ლარი დაიხარჯება.

“პუშკინის ქუჩაზე ესტაკადისთვის ხიმინჯების მოწყობა ორ დღეში დასრულდება, რის შემდეგაც უბნიდან მძიმე ტექნიკა გავა. ტერიტორია ქვიშის მასით იმის გამო შეივსო, რომ რამდენიმე წლის წინ გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნაგებობები არ დაზიანებულიყო. ყველაფერი სათანადოდ შეფუთული და შენარჩუნებულია, რომელიც მძიმე ტექნიკის გასვლის შემდეგ გაიხსნება. პუშკინის ქუჩაზე სრულად სამუშაოები ივლისის დასაწყისისთვის დასრულდება და ორმხრივი მოძრაობა აღდგება”, – განაცხადა მერმა.

news
: news თებერვალი 20, 2016 14:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,946
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics