“თქვენ გინახავთ სია? არც მე”- ნარმანია ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მის სავარაუდო ჩასმას უარყოფს

დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია, ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მის სავარაუდო ჩასმას უარყოფს.

როგორც ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ის სიაში არ იქნება. ამის შესახებ კომენტარი დედაქალაქის მერმა თბილისში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების დროს გააკეთა.

კითხვაზე, იქნება თუ არა დავით ნარმანია ქართული ოცნების საპარლამენტო არჩევნების სიაში, ის პასუხობს – „არა. თქვენ გინახავთ სია? არც მე“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის მერი უახლოეს პერიოდში თანამდებობას დატოვებს და ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში გადაინაცვლებს. გავრცელებული ცნობით, ის სიის პირველ ათეულში იქნება.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე: თბილისის საქალაქო სასამართლო მზად არის მოწმეთა დაკითხვა ახალი წესით განახორციელოს
შემდეგი სტატიაეს არის შეცდომა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა – ნარმანიას კომენტარი პროკურორის შვილის დაფინანსებაზე