მაგდა პაპიძის დედა განცხადებას ავრცელებს

ლია შამუგია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩვენებებში ნათქვამი – “ჩემი შვილი მაგდა იყო თავნება და რომ შვილს ცუდად ექცეოდა”, სიცრუეა.

შამუგია პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მის შვილს ლანა პაპიძეს მსგავსი ჩვენება არ მიუციათ.

“მე, ლია შამუგია, მაგდა პაპიძის დედა გავეცანი მთელ ონფორმაციას, რაც დღეს გავრცელდა ვგულისხმობ პროკურატურაში ჩემი და ჩემი შვილის ლანა პაპიძის ჩვენებებს კერძოდ: “ჩემი შვილი მაგდა იყო თავნება და რომ შვილს ცუდად ექცეოდა”… მე დედა მაგდა პაპიძის ვაცხადებ, რომ ეს ინფორმაცია, რაც დღეს გავრცელდა (ვგულისხმობ ჩვენებებს)არის სიცრუე და არც მე და არც ჩემს შვილს ასეთი ჩვენება არ მიგვიცია და ვუცხადებ უნდობლობას პროკურატურას, ასევე ავღნიშნავ ჩემი შვილის, ლანა პაპიძის მიცემულ ჩვენებას, რაშიც აშკარად დარღვეულია მიცემული რეალური ჩვენებები. რაც შეეხება ჩემი შვილის, მაგდას მიერ ნაწარმოებ ე.წ “დღიურს”, მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ მიუხედავად კალიგრაფიის ექსპერტიზის დასკვნის პროკურატურის მხრიდან ავღნიშნავ, რომ ეს კალიგრაფია არ ეკუთვნის ჩემს შვილს მაგდა პაპიძეს, არის მიმსგავსებული და არანაირად არ ვენდობი ექსპერტიზის დასკვნებს, ამ მოვლენებით მე ვხედავ მიმდინარე საქმის გაყალბებას და არასწორი მსვლელობა ეძლევა პროცესს! ლია შამუგია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ლანა პაპიძე სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.

პროკურატურა მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებად, ბრალდებულის დღიურის ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თავად პაპიძის მიერ არის შესრულებული.

„ურო (ნაჭრით გახვეული),

პარკები დიდი გახსნილი, გამზადებული

პროსტინა გამზად, პირსახ. გამზად.

წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი

ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ.

ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი

დიდი პარკები“

ხსენებული ჩანაწერის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მაგდა პაპიძეს წინასწარ ჰქონდა განზრახული მეუღლისა და შვილის მკვლელობა, გეგმავდა თუ როგორ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული და წაეშალა დანაშაულის კვალი.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ „ომარ ქაფიაშვილის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა, ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობითა და ქალას ღრუში სისხლჩაქცევით. გვამს ზურგზე აღენიშნებოდა თრევის შედეგად განვითარებული ნაჭდევები“. რაც შეეხება 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილს, მისი სიკვდილის მიზეზია „ასფიქსია, რომელიც გამოწვეულია ცხვირ-პირის შესავლების გადაკეტვით“, ანუ გაგუდვით.

მაგდა პაპიძისათვის ჩატარებული ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო შერაცხადი და არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში”,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია: დავით ნარმანია შეცდომაში იქნა შეყვანილი
შემდეგი სტატიაუაქციზო კონიაკის და სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს