“მას შემდეგ, რაც ჩვენ უკრაინის უშიშროების სამსახურებს ოდესაში საბაჟოზე კორუფციული შემოსავლის წყარო, გადაწყვიტეს ჩვენთვის ომი გამოეცხადებინათ”

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

“მას შემდეგ, რაც ჩვენ უკრაინის უშიშროების სამსახურებს ოდესაში საბაჟოზე კორუფციული შემოსავლის წყარო, თხილის კონტრაბანდა, არალეგალური სათამაშო ბიზნესი, ვალუტის გაცვლა, კონტრაბანდული სიგარეტი და ძარცვის სხვადასხვა სქემა გადავუკეტეთ, მათ გადაწყვიტეს ჩვენთვის ომი გამოეცხადებინათ.
თავდაპირველად, უკრანის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილემ, დენჩინმა, კიევში ოდესის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ბატრაკოვი გამოიძახა, რომელიც სპეციალურად დააბრუნეს მივლინებიდან, რომ მისთვის “სააკაშვილის პროექტი” ჩაებარებინათ, სადაც სხვა დანარჩენთან ერთად შედის მოქალაქეების მომსახურების ცენტრი და გახსნის პროცესში არსებული ღია საბაჟო სივრცე. გუშინ კი უშიშროების სამსახური ილიჩევსკის პოლიციაში შეიჭრა რომ გასამართლებული მოქალაქე გაენთავისუფლებინათ. “ალფას” მეომრებმა პოლიციის თანამშრომლები კედელთან მიაყენეს და განაცხადეს, რომ მათი ინფორმაციით, პოლიციელებმა არაკანონიერად დააკავეს ბოროტმოქმედი და მას აწამებდნენ, რაც ცხადია, სრული ცილისწამებაა. მე დღეს პრეზიდენტს გავაგებინე ეს უკანონო მოქმედება უშუალოდ მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოს მიერ და ვაპირებ ღიად ვიმოქმედო შანტაჟისა და უკანონობის წინააღმდეგ.
იმის გამო, რომ ჩემთვის დამატებითად გახდა ცნობილი, რომ უშიშროების პასუხისმგებელმა პირმა დანილენკომ უშუალოდ დაიქირავა ორი ჯგუფი, რომ უშიშროების თანამშრომლების მიერ ჩემზე და ჩემს თანამშრომლებზე თვალთვალი განხორციელდეს, მე იძულებული გავხდი უარი მეთქვა უშიშროების მიერ გამოყოფილ დაცვაზე, თუმცა, მადლობელი ვარ ბიჭების, რომლებიც მე მახლდნენ. და კიდევ, სრულიად არა შემთხვევითია, რომ უშიშროებამ უკანასკნელ წუთებში განაცხადა უარი ხელი მოეწერა მემორანდუმზე საბაჟოსთან მათი მუშაობის გამჭვირვალეობის შესახებ, რომელიც საბაჟოდან შემოსულ ტვირთებს ეხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ და პროკურატურამ ამ მემორანდუმს მოაწერა ხელი და მინიმუმ სამხარეო დონეზე სრულებით გამორიცხეს საკუთარი თანამშრომლების კონტრაბანდასთან კავშირი.
სხვათაშორის, დეჩინი ტრეპაკის განთავისუფლების შემდეგ დაინიშნა. ტრეპაკი ბრილიანტის პროკურორების დაკავების მთავარი ორგანიზატორი იყო, რის გამოც გამოემშვიდობა საკუთარ თანამდებობას, ის არასდროს დათანხმდებოდა მსგავსი საეჭვო დავალების ბრძალება გაეცა” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: ” Ryanair-ს” ქუთაისიდან ფრენა 2013 წელს უნდა დაეწყო
შემდეგი სტატიანასვამი ზვიადაური მანქანას და სახლს შეეჯახა?- ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტაში