ნიკა მელია სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროვებს

სკანდალური დოკუმენტი

მელიანაციონალური მოძრაობა თბილისის მერის მიერ ხელმოწერილ სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროვებს. დოკუმენტის მიხედვით, მერიის ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება. საუბარია თანხაზე, რომელიც ისანი-სამგორის რაიონის მთავარი პროკურორის შვილის საფრანგეთში სწავლისთვის გამოყო.

„ნარმანიამ გამოსცა ბრძანება და სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან გამოუყო 5000 ლარი, საიდანაც სოციალურად დაუცველები, უსახლკაროები უნდა ფინანსდებოდეს. ეს არის ცინიზმი და ნარმანიამ უნდა ახსნას რაამ გაამწარამ რამ გააკეთებინა ეს სისულელე და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელი გერგედავა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

“მოქალაქე თ.გერგედავას საზღვარგარეთ, საფრანგეთში (პარიზი) სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად, მისი ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით თბილისის 2015 წლის ბიუჯეტიდან დახმარების სახით, გამოეყოს 5 400 ლარი’
ეს არის ნარმანიას მიერ გამოცემული დამცინავი და საზოგადოების აბუჩად ამგდები ბრძანება.
ნარმანიამ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელის – ლეონიდ გერგედავას ქალიშვილს, პარიზში გასამგზავრებელი თანხა სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან ჩაურიცხა და იქვე აღნიშნა- პარიზში სწავლობს, თუმცა მისი ოჯახს ძალიან უჭირსო…
ნორმალური ხელისუფლების პირობებში ნარმანია მინიმუმ ბოდიშს მოიხდიდა, ხოლო ბატონ გერგედავას აუცილებლად მოუწევდა თანამდებობის დატოვება.
პ.ს. 2015 წელს თბილისის მერიამ/გამგეობებმა უამრავ სტუდენტს უარი უთხრა სწავლის დაფინანსებაზე (მათ შორის სოც. დაუცველ სტუდენტებს) და მათ სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ, შესაბამისად ისინი საქართველოში რეგისტრირებულ უმაღლეს სასწავლებლებში განათლებას ვეღარ იღებენ”-აცხადებს მელია

banner
წინა სტატიაში(ფოტო)თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე ქარის შედეგად ხე წაიქცა
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: “ეს არის უსინდისობა და დანაშაული”