75 ხმით არცერთის წინააღმდეგ პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა

75 ხმით არცერთის წინააღმდეგ პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით,
“ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში და „სისხლის
სამართლის კოდექსში“ ცვლილებები შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს კრიმინალურ
მენტალიტეტს. ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანია, რადგან უფრო ეფექტიანი
გახდება ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით და გამკაცრდება ბრძოლა ე.წ.
“ქურდული სამყაროს” და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. კანონის
მიხედვით, არა მარტო მკაცრდება სანქციები, არამედ ის შეურიგებელ ბრძოლას
უცხადებს ე.წ. კრიმინალურ მენტალიტეტს, რომელიც არის ჩვენი მომავალი თაობის
პრობლემა, ასევე ეკონომიკის და ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი და
რომლისგანაც ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ
მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი
ქმედებების წრე ფართოვდება. დანაშაულად ცხადდება ქურდული სამყაროს
საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს
წევრისთვის/კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა
შემდეგი სტატიათეთრ სახლსა და გაეროში აშშ-ს წარმომადგენელს შორის ურთიერთობა იძაბება