ომარ ნიშნიაძე: ვეღარ გაიგულავებთ, დამთავრდა თქვენი ეპოქა

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა განცხადებები ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით გააკეთეს. ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ლობირებს.

“საქართველოს მთავრობა ხშირ შემთხვევაში რუსეთის ნაციონალურ ინტერესებს პირდაპირ ლობირებს. ეს ლობირება არის, როცა გაზპრომის ინტერესებს ლობირებ. ეს შეფასება არ არის გასაკვირი, როდესაც ე.წ. კადიევის საქმე გვაქვს. ჩვენ გადავცემთ რუსეთს ადამიანებს, რომლებიც იქიდან არიან დევნილები,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

უმრავლესობის დეპუტატებმა კი ნაციონალური მოძრაობის წევრებს მიმართეს, რომ მათი დრო დამთავრდა.

„ჩვენი ხელისუფლება ნაციონალურ, ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, ეს აწუხებთ მათ რომ მათ ინტერესებს არ ვემსახურებით. ორიენტაციის შეცვლილები თქვენკენ მოიკითხეთ, ორიენტაციის შეცვლილებს ლობირებთ თქვენ, ვეღარ გაიგულავებთ, ნო პასარან, დამთავრდა თქვენი ეპოქა,“- განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ომარ ნიშნიანიძემ.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე დღის წინ თქვენს მიერ ამნისტირებულმა ქვეყნის მტერმა ჩახალიანმა სეპარატისტული განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკი: ბატონი გოგის განცხადება არათუ ადექვატურია, არამედ დამაზიანებელია კოალიციის იმიჯისთვისაც