საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა

პრმიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევი ერთმენთს უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შეხვდნენ.

შეხვედრაზე პრემიერმა და ბულგარეთის პრეზიდენტმა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგი და რეგიონული უსაფრთხოების თემები განიხილეს.

როგორც “თაიმერს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნოვეს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა.

პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ვიზების ლიბერალიზაციისადმი.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბულგარეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც ენერგომატარებლების სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივებს. გამოითქვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააღრმავების იმედი.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა როსენ პლევნელიევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაში,, ამ ეტაპისთვის ხის გადარგვის სამუშაოების შეჩერებას საჭიროდ არ ვთვლი”
შემდეგი სტატია”ჩვენ დროში სხვაგან სად უნდა შეხვდე საკუთარ დედას”