გიგი წერეთელი: შევარდნაძის პერიოდში ბევრი მუშაობდა, ზოგი აშავებდა, ზოგი არ აშავებდა

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატად წადგენილ კობა გვენეტაძეს იცნობს. როგორც გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის ცნობილია, რომ გვენეტაძე არის საკმაოდ კარგი პროფესიონალი.

“კობა გვენეტაძეს ვიცნობ. ის, რომ მუშაობდა შევარდნაძის პერიოდში, შევარდნაძის პერიოდში ბევრი მუშაობდა, ზოგი აშავებდა, ზოგი არ აშავებდა. ამ შემთხვევაში მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ აქ რაიმე საეჭვო შეიძლება იყოს ჩემთვის. მეც ვიცი, რომ არის საკმაოდ კარგი პროფესიონალი და დიდი ხანია მუშაობს მნიშვნელოვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში”, -განაცხადა გიგი წერეთელმა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარედგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 25 თებერვალს ეწურება.

banner
წინა სტატიაშიგაუჩინარებული ბიზნესმენების ოჯახის წევრებმა ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გზა დღესაც გადაკეტეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: 10 წელიწადში შესაძლებელია, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპულ სტანდარტს მიუახლოვდეს