გაუჩინარებული ბიზნესმენების ოჯახის წევრებმა ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გზა დღესაც გადაკეტეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ტყიდან გაუჩინარებული ბიზნესმენების ოჯახის წევრებმა ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გზა დღესაც გადაკეტეს. ისინი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ერთ-ერთი გაუჩინარებულის პაატა ჩუბინიძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ პოლიციას გადასცეს ის ნომერი რომლითაც უცნობმა პირმა ჩუბინიძის მობილურზე ზარი განახორციელა და რუხში საქონლის შეძენა შესთავაზა. გაუჩინარებულის ცოლი ამბობს, რომ ნომერის დამახსოვრება მეუღლემ სახლიდან გასვლამდე სთხოვა.
მისივე თქმით, პოლიციას რუხის ტყე ამ დრომდე არ დაუთვალიერებია, მიტოვებული ფორდის მარკის მიკროავტობუსიც ოჯახმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა. სამართალდამცავებს აქვთ აღნიშნული ნომერიც.
აქციაზე იმყოფებიან მეორე გაუჩინარებულის – გიორგი ფირჩხაძის ოჯახის წევრებიც. ისინი ეჭვობენ, რომ ბიზნესმენები დააყაჩაღეს და შემდეგ გაკოჭეს. ამიტომ თვლიან რომ რუხის ტყე სპეცრაზმელებმა და კონოლოგებმა უნდა დაათვალიერონ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ჩვენი უმთავრესი ინტერესია ივანშვილის რეჟიმი გავუშვათ
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: შევარდნაძის პერიოდში ბევრი მუშაობდა, ზოგი აშავებდა, ზოგი არ აშავებდა