არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერმინისტრს შეხვდება

არასაპარლამენტო ოპოზიცია უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრს შეხვდება. საარჩევნო ცვლილებებზე მომუშავე ინტერპარტიულმა ჯგუფმა დღეს წინასწარი სამუშაო შეხვდრა გამართა.

“ოპოზიციის ინტერპარტიული ფორმატი მუშაობს დოკუმენტის შესაჯერებლად, რომელიც უნდა დავდოთ ჩვენ ამ ფორმატის ასე ვთქვათ მაგიდაზე და რომლის გარშემოც მივიღოთ პასუხი როგორც ხელისუფლების ასევე ფორმატში ჩართული სხვა ორგანიზაციების“ – განაცხადა ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის თქმით, პარტიებთან კოსესუსის შედეგად მიღწეული საარჩევნო კდოექსისი რეფორმა იქენბა მისაღები.

“ვითხოვთ იმ ცვლილების განხორციელებას, რომელიც ხელისუფლება სურს განახორციელოს 2020 წელს, ვითხოვთ განხორციელდეს 2016 წელს, იცით რომ პრემიერის ვიზიტის ფარგლებში ევროპაში თითქმის ყველას მხრიდან იქნა დაყენებული საკითხი, რომ მხოლოდ პარტიებთან კოსესუსის შედეგად მიღწეული საარჩევნო კდოექსის რეფორმა იქნება მისაღები“, – აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: ხშირად, ანგარიში, რომელიც ქვეყნებს ეხება, უტრირებულად არის წარმოდგენილი
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: უკონტაქტო პატრულირებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან კავშირი არ აქვს