აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე დღეიდან დაიკეტა

“თბილისის განვითარების ფონდის” მიერ ჩასატარებელი სამუშაოების გათვალისწინებით, აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე დღეიდან დაიკეტა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით,  ავტობუსები, რომლებიც მოცემულ მონაკვეთს გადიან, შემდეგი სქემით იმოძრავებენ, კერძოდ, ავტობუსი №20 ჭოროხის ქუჩიდან გაივლის დიმიტრი უზნაძის ქუჩას და ზაარბრიუკენის მოედანს. უკუ მიმართულებით: ზაარბრიუკენის მოედანი – მოსე გოგიბერიძის ქ. – არნოლდ ჩიქობავას ქ. – გიორგი მაზნიაშვილის ქ. – კიევის ქ. – დავით აღმაშენებლის გამზირი.
ავტობუსი №23 იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: გიორგი მაზნიაშვილის ქ. – ივანე ჯავახიშვილის ქ. – მოსე გოგიბერიძის ქ. – ზაარბრიუკენის მოედანი.

ავტობუსი №59 და №91 ხეთაგუროვის ქუჩიდან გაივლიან შემდეგი მიმართულებით: მოსე გოგიბერიძის ქ. – ზაარბრიუკენის მოედანი – მოსე გოგიბერიძის ქ. – არნოლდ ჩიქობავას ქ. გიორგი მაზნიაშვილის ქ. – კიევის ქ. – დავით აღმაშენებლის გამზირი. უკუ მიმართულებით: ჭოროხის ქ. – დიმიტრი უზნაძის ქ. (ან მარცხენა სანაპირო) – ზაარბრიუკენის მოედანი.

ავტობუსი № 95 იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ჭოროხის ქ. – დიმიტრი უზნაძის ქ. (ან მარცხენა სანაპირო) – ზაარბრიუკენის მოედანი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

banner
წინა სტატიაშინატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთი იარაღით მეზობლების დაშინებაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიალევან გაჩეჩილაძემ დღეს მაესტროს დირექტორად დარეგისტრირება ვერ მოახერხა