აჭარაში სწრაფი გადახდის სამი აპარატი გატეხეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

აჭარაში სწრაფი გადახდის სამი აპარატი გატეხეს. ორი “ფეიბოქსი” ხელვაჩაურში დააზიანეს ბათუმში კი აპარატიდან თანხა წაიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე საქმე აღძრულია 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევით.
სწრაფი გადახდის ერთი აპარატი ბათუმში, ხახულის ქუჩაზე გაქურდეს, რაზეც საქმე აღძრულია 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ქურდობას.
რა ოდენობის ზარალი მიადგა მეწარმეებს, ჯერჯერობით უცნობია.

 

banner
წინა სტატიაშიAmnesty: აშშ-მ ციხეებში წამების ფაქტები უნდა გამოიძიოს
შემდეგი სტატია6 ადამიანი დაშავდა ლეოპარდის დაჭერის პროცესში