გია ვოლსკი: პრეზიდენტის და პრემიერის საყრდენი სტრუქტურების გაერთიანება იდეაშიც კი არ იქნება მართებული

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

კრიზისების მართვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოების გაერთიანება მართებული არ იქნება, რადგან ერთი პრეზიდენტის, მეორე კი პრემიერ-მინისტრის სტრუქტურას წარმოადგენს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ “თავისუფალი დემოკრატების” შესაბამის ინიციატივაზე კომენტირებისას განუცხადა.

ვოლკის განმარტებით, ამ ორი სტრუქტურის გაერთიანება “იდეაშიც კი არ იქნება მართებული”.

“ეს არის ორი საყრდენი სტრუქტურა – ერთი პრეზიდენტის, მეორე კი პრემიერ-მინისტრის. ამ სტრუქტურების გაერთიანება იდეაშიც კი არ იქნება მართებული. ორი სხვადასხვა შტოა. გარდა ამისა, ერთსაც და მეორესაც კონკრეტული და გაწერილი ფუნქციები აქვს. რეალურად, ერთი პრეზიდენტის, ხოლო მეორე პრემიერ-მინისტრის ძირითად სტრუქტურას წარმოადგენს,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” გამოდის ინიციატივით, რომ კრიზისების მართვის საბჭო ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენელი ნაწილი გახდეს, – ამის შესახებ ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ვიქტორ დოლიძემ გუშინ, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებულ კითხვებზე გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგოგი თოფაძე ბოდიშს იხდის და პრეზიდენტსაც იგივეს ურჩევს