სოზარ სუბარი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას ვერ დასწრება

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი პარლამენტში საქართველოს პრზიდენტის დაგეგმილ გამოსვლას არ დაესწრება. ამის შესახებ განცხადება “ტვ პირველზე” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მას დაგეგმილი აქვს მნიშვნელოვანი შეხვედრები, რის გამოც ვერ დასწრება პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი საკანნმდებლო ორგანოში სიტყვით ხვალ, 3 თებერვალს გამოვა. პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის ფორმატი დამტკიცებულია. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პოლიტიკური დებატები არ გაიმართება.გიორგი მარგველაშვილის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის 12 ფრაქცია 15-15 წუთიანი სიტყვით გამოვა.როგორც ცნობილია, საპარლამენტო ოპოზიცია დებატების გამართვას ითხოვდა.

 

banner
წინა სტატიაშიოპერის ბაღში შადრევანი გახსნის წინა დღეს დაამტვრიეს
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა