იან კელი: მომხდარი არ ამცირებს იმ პატივისცემას, რაც შეერთებულ შტატებს ქართველი სამხედროების მიმართ აქვს

ცენტრალურ აფრიკაში სხვა ქვეყნების სამშვიდობოებთან ერთად სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროების სავარაუდო მონაწილეობაზე კომენტარი გააკეთა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა.

იან კელის თქმით, მომხდარი არ ამცირებს იმ პატივისცემას, რაც შეერთებულ შტატებს ქართველი სამხედროების მიმართ აქვს, მათი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილის გამო. იან კელიმ ასევე დადებითად შეაფასა თავდაცვის მინისტრის განცხადება, გამოძიების შემდეგ დამნაშავეთა პასუხისმგებლობის თაობაზე.

“მოხარული ვარ, რომ თავდაცვის მინისტრი გამოვიდა და თქვა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მომხდარის ზუსტი გამოძიება და დამნაშავეებისთვის პასუხის გება. როგორც პარასკევს ჩემ განცხადებაში ვთქვი, დიდ პატივს ვცემთ ქართველ სამხედროებს და მათ წვლილს საერთაშორისო მშვიდობაში. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იქნებოდა იმის გაგება, რომ რამდენიმე ჯარისკაცი დამნაშავეა, თუმცა ეს არ ამცირებს იმ უზარმაზარ პატივისცემას, რომელიც ქართველი ჯარისკაცების მიმართ ჩვენ გვაქვს,” – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაში20 და 50-ლარიანი განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში დღეიდან გამოვიდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს მიმართავს