გიორგი მარგველაშვილი: ბატონი ლავროვიც ხომ არ დავპატიჟოთ, აქ ჩამოსასვლელად?

თუ დააჯერებენ მოსახლეობას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული ვარ, გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში სრული სიმშვიდეა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა დუისში განაცხადა, სადაც ის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მარგველაშვილის თქმით, ამის შესახებ მან ინფორმაცია თავად მოსახლეობისგან მოისმინა.

“თქვენი თვალით შეგიძლია ნახოთ, როგორი სიმშვიდეა აქ. აქაური მცხოვრებლები ამბობენ, რომ ასეთი მშვიდი გარემო, სადაც კრიმინალი საერთოდ არ არსებობს, სხვა ადგილებში ნაკლებად არის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ადგილობრივებთან შეხვედრისას ხეობის ერთ-ერთმა უხუცესმა გიორგი მარგველაშვილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება შეახსენა, რომელიც პანკისის ხეობას ეხებოდა. უხუცესის თქმით, პანკისის ხეობაში არაფერი ხდება და იქ სრული სიმშვიდეა.

“ბატონი ლავროვიც ხომ არ დავპატიჟოთ, აქ ჩამოსასვლელად”, – უპასუხა მარგველაშვილმა უხუცესს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის ცნობით, ბიძინა კუჭავას ავტომობილში ნაპოვნი იარაღი გარდაცვლილს ეკუთვნის
შემდეგი სტატიაეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ინიციატივით „ვეფხისტყაოსანი“ არაბულ ენაზე გამოიცა