ზუგდიდში აქციის მონაწილე მძღოლები საქართველოს მოქალაქეობის დატოვებით იმუქრებიან

ზუგდიდში საერთაშორისო, ასევე საქალქთაშორისო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძროლებმა ზუგდიდი-თბილისის მცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გზა გადაკეტილი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იყო, შემდეგ კი პოლიციის ჩარევით გაიხსნა.

ამ დროისათვის აქციის მონაწილეების სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ იმყოფებიან და მათი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვენ.  აქციის მონაწილეები თურქული კომპანია METRO-ს ქსელის ავტობუსების შემოსვლას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ისინი უმუშევრები დარჩებიან, თუკი აღნიშნული ავტობუსები საქართველოში შემოვლენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი ენგურის ხიდზე გადაინაცვლებენ და რუსეთის მოქალაქეობის მიღებას მესაზღვრეებს მოსთხოვენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ლავროვის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს
შემდეგი სტატიაიან კელი: პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის