(+ვიდეო) 36 დღე მაღაროში- 2 ჩინელი მაღაროელის გადარჩენის სამაშველო ოპერაცია

2 ჩინელი მაღაროელი ჩამონგრეულ მაღაროში გატარებული 36 დღის შემდეგ გადაარჩინეს. მიწისქვეშ კიდევ 2 ადამიანი რჩება. სამაშველო ოპერაციის ამსახველი კადრები ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა. 1 თვის განმავლობაში მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მაღაროელებს საკვებს აწვდიდნენ.

შანდუნის პროვინციაში მაღარო 25 დეკემბერს ჩამოინგრა. ავარიის შედეგად მიწისქვეშ ნანგრევებში 17 ადამიანი მოყვა, მოგვიანებით მაშველებმა 4 მათგანის გადარჩენა შეძლეს, ასევე აღმოაჩინეს ერთი ცხედარი. დარჩენილი 8 მაღაროელის ბედი უცნობია.ავარიიდან 2 დღის შემდეგ ჩამონგრეული მაღაროს მფლობელი კომპანიის Yurong-ის ხელმძღვანელმა თავი მოიკლა. ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩინეთში მაღაროებში მომხდარი ავარიების შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიიტალიის ქალაქში უკანასკნელი 26 წლის მანძილზე პირველად დაიბადა ბავშვი
შემდეგი სტატიასაქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გახდა