უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტთან ერთად გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება

kvirikaსაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ამ წუთებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც შეუერთდა.

სხდომას ასევე ესწრებიან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური.

არსებული ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა:
1. მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის;
2. თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: ეპიდემიის კასკადური ზრდის საშიშროება დღეის მდგომარეობით არ დგას
შემდეგი სტატია“სოკარი” საქართველოს ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდებას გაუზრდის