ქვების სროლა და შეიარაღებული პირი უბანზე – გარდაბნის არჩევნები ხმაურით დასრულდა (ვიდეო)

 

gardabani-sheiarxebuliგარდაბანში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა, თუმცა ერთი საათით ადრე რაიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეებს შორის დაწყებული დაპირისპირება ქვების სროლაში გადაიზარდა, უბნებთან იარაღიანი ხალხიც გამოჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.

ოპოზიციონერებმა მმართველი გუნდის წევრები მათ აქტივისტებზე ზეწოლაში და უბანზე არჩევნების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პარალელურად ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საარჩევნო უბნებთან ძალოვანებიც დააფიქსირეს. ოპოზიციის ინფორმაციით, 40 კაციანი ჯგუფი 62-ე უბანზე ამომრჩეველზე ზეწოლას ღიად ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. ადგილობრივები არჩევანს ქართული ოცნებიდან გოჩა ჯამარაულსა და ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილს შორის აკეთებდნენ.

https://www.youtube.com/watch?v=AlmNeuk-DAE&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: არჩევნებმა აჩვენა, რომ “ქართული ოცნება” პოლიტიკურ სივრცეში დომინანტ ძალად რჩება
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: PACE-ს რეზოლუციაში საქართველოზე მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია