ირმა ინაშვილი: მოხდა რასაც მე ისედაც ვპროგნოზირებდი: თინა ხიდაშელმა ხმები გაყო

აგულაშვილი არის პროვოკატორი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი გარდაბანში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს ეხმაურება.

“აი, რა მოხდა გარდაბნის სამხედრო სპეცუბანზე, რასაც მე ისედაც ვპროგნოზირებდი: თინა ხიდაშელმა ხმები გაყო. 353- ნაცები, 504- ოცნება. მუხროვანში ხმების 100%-ი, გახსოვთ, კოალიციის კანდიდატს მიაწერეს. ახლა ითამაშეს, თითქოს 353 სამხედრო პირმა მხარი ნაცმოძრაობას დაუჭირა. აკი ვამბობდი, რომ თინიკო გამყალვებლოვა შეეცდებოდა მუხროვანის დანაშაულის გადაფარვას, თითქოს ჯარს თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს… (მუხროვანში გამოვიდა, რომ ქართველ სამხედროებს ომის ვეტერან კანდიდატზე მეტად კოალიციის რესპუბლიკელი კანდიდატი უყვარდათ და მოსწონდათ)… ახლა გამყალბებლოვა ოქმებს აღარ ითვლის… ახლა ემზადება ხვალინდელი კომენტარისთვის: ხომ ვამბობდი, რომ ჯარს ვექტორები აინტერესებსო… სარკეში ივარჯიშე, სარკეში… მაინც პასუხს აგებ ამ ტყუილისა და დანაშაულისათვის. ვერ გიშველის ვარჯიში.”- აცხადებს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები
შემდეგი სტატიასხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს