ჰააგის გადაწყვეტილებაზე თეა წულუკიანი ბრიფინგს მართავს

ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის გამოძების დაწყების ფაქტზე ხვალ საქართველოს იუსტიციის მინისტრი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. როგორც ,,თაიმერს” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს თეა წულუკიანის ბრიფინგი 12 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორ ფატუ ბენსუდას შუამდგომლობა 2008 წლის ომის გარემოებების გამოძიების დაწყების თაობაზე.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო გამოიძიოს სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წელს რუსეთთან ომის პერიოდში მოხდა.
როგორც სასამართლოს გვერდზე იტყობინებიან, გამოიძიებული იქნება 2008 წლის 1 ივნისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.

banner
წინა სტატიაშირამ შეიძლება შეუშალოს ხელი ჰააგის სასამართლოს- სააკაშვილის კომენტარი
შემდეგი სტატია“ბატონ ჯანელიძეს, ჩემი განცხადების გამო, ქომაგობა არ სჭირდება”