რუსთავის გზატკეცილზე კლდის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა

რუსთავის გზატკეცილზე კლდის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს კლდიდან ჩამოვარდნილი ქვა დაეცა.

იგი შემთხვევის ადგილზე არსებულ ქვის კარიერის ქარხანაში მუშაობდა. ადგილზე ქვის მოპოვება მიმდინარეობდა, რა დროსაც ქვები ჩამოიშალა. ახალგაზრდა ქვების ქვეშ მოჰყვა და  მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სხვა დაშავებულები არ არიან.

მომხდარის გამო მაგისტრალზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

 

banner
წინა სტატიაშირუსთავის მაგისტრალზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია: სერგეი ლავროვთან შესახვედრად მიხეილ ჯანელიძეს საკმარისი კომპეტენცია არ აქვს