„70-იანი წლების შემდეგ, ენერგეტიკაში ასეთი მასშტაბური ინვესტიციები არ განხორციელებულა“

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტებთან და მედიის წარმომდგენლებთან შეხვედრაზე, უწყების სამწლიანი მუშაობის შედეგები წარადგინა.

კახა კალაძის განცხადებით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, ბევრი განხორციელდა და, ასევე, მასშტაბური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.

„ენერგეტიკა დღეს არის დარგი, რომელიც განიცდის აღმოავლობას და ხდება ქვეყანაში ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი მიმართულება. ამ პროცესში პრინციპულად მნიშვნელოვანია ახალი სისხლის, სტუდენტების და ახალგაზრდა პრაქტიკოსების ჩართულობა. თქვენ უნდა დანერგოთ და აითვისოთ ენერგეტიკაში ახალი ტექნოლოგიები. უნდა უზრუნველყოთ სისტემის გამართული და უხარვეზო მუშაობა, უნდა მიიღოთ სტრატეგიის დაგეგმვარებაში მონაწილეობა, გახადოთ პროცესები გამჭვირვალე და პროგრესირებადი, საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ სფეროს, რის შედეგებსაც მომავალი თაობა დაინახავს. მივმართავ ყველა თაობის პროფესორ-მასწავლებლებს და მეცნიერებს, დავდგეთ ერთად და გავზარდოთ პროფესია ენერგეტიკოსის პროგრესი, რათა ახალმა თაობამ ამ მიმართულებით მომავალი შექმნას. დღეს ჩვენ იმ ფუნდამენტს ვქმნით, რომელიც აუციელებლია დარგის განვითარებისათვის, ესაა სფეროს პოპულარიზაცია, დასაქმების პირობები, ნოვატორიული მიდგომები. ჩვენ პოლიტიკოსები ვმუშაობთ იმისთის, რომ შევქმნათ ჯანსაღი გარემო, გავმიჯნოთ ენერგეტიკის თემა და პოლიტიკა. აღვადგინოთ ის შელახული იმიჯი, რაც გამოიწვია ხელისუფლების ცვლამ და საბოლოოდ გავათავისუფლოთ ეს დარგი დამკვიდრებული არასწორი სტერეოტიპისგან. დღეს ჩვენი მთავარი მიღწეული შედეგია, ის გარემო, სადაც მოვახდინეთ პიროვნული ინტერესებისა და პოლიტიკური რეალიების გამიჯვნა. პროცესები არის გამჭვირვალე და სტაბილური, რასაც ხელი შეუწყო ამ დარგში განხორციელებულმა პროექტებმა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, ბევრი განხორციელდა და ძალიან დიდი მასშტაბური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. 70-იანი წლების შემდეგ, საქართველოს ენერგეტიკაში ასეთი აღმავლობა, ასეთი მასშტაბური ინვესტიციები არ განხორციელებულა. ის, რაც გაკეთდა, თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა“, – განაცხადა კალაძემ და მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, ასევე, მთავრობის თითოეულ წევრს თანადგომისა და დახმარებისთვის.

banner
წინა სტატიაშიენერგეტიკის მინისტრს პარლამენტში იბარებენ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: სასტიკად ვგმობთ მომხდარ საზარელ ქმედებას