7-8 იანვარს საქართველოში ითოვებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში არის ზვავსაშიშროება და მოსალოდნელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურამ საგრძნობლად დაიკლო, თუმცა ყინვა ბარში მოსალოდნელი არ არის.

ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი 7 იანვრიდან, რადგან დასავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასები დაიწყებს გავრცელებას. შობას თბილისშიც ითოვებს.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ და ზეგ ძლიერი ქარია ნავარაუდევი. 8 იანვრიდან კი ღამის საათებში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, მოსალოდნელია ყინვა.

“ხვალ წვიმა დაიწყება დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში და დღის ბოლო უკვე გადავა თოვლში, 8-ში უკვე მთელ საქართველოში, ვფიქრობთ თოვლს, მთებში და მაღალ მთებში ძლიერად ითოვებს, შესაძლებელია ქარბუქიც. 9-დან თოვლის ინტენსივობა შესუსტდება. თბილისში თოვლს ველოდებით 8-ში დღეგამოშვებით და 9-შიც თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს – თბილისში -4 გრადუსს, დასავლეთ საქართველოში კი -5 გრადუსს ველოდებით,” – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილე ნინო წვერავა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნა გრძელდება
შემდეგი სტატიაქართული ასეული ავღანეთში ახალ მისიაში ჩაერთო