7 წლიანი პაუზის შემდეგ 15 თებერვალს მე- 2 არხზე გადაცემა „ აფხაზეთი“ გავა

7 წლიანი პაუზის შემდეგ 15 თებერვალს მე 2 არხზე გადაცემა „ აფხაზეთი“ გავა

 7 წლიანი პაუზის შემდეგ 15 თებერვალს მე 2 არხზე გადაცემა „ აფხაზეთი“ გავა15 თებერვლიდან, ყოველ კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე, საღამოს 5 საათზე გადაცემა „ აფხაზეთი“ გავა.
გადაცემა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ მომზადდება.
“რაც აფხაზეთის ტელევიზია დაიხურა, მხოლოდ ახლა, სამოქალაქო სექტორის გააქტიურებული მუშაობისა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება და  ადვილი შესაძლებელია ეს გახდეს საწინდარი ტელევიზიის მაუწყებლობის გახსნისა”–განაცხადა “თაიმერთან” ჟურნალისტმა ელისო ხუტკუბიამ. მისვე განცხადებით, პროექტისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა,, მისმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა და ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დავითაიამ, რომელიც მემორანდუმის გააფორმებით დასრულდა. ამ ხელშეკრულების თანახმად, მომზადდება გადაცემები, რომლებშიც აფხაზეთის და სამაჩაბლოს ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე იქნება საუბარი.

ამ გადაცემებით დევნილ საზოგადოებას მიეცემა საშუალება მეტი გაიგოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტებზე და იმ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელშიც ისინი იმყოფებიან.

http://youtu.be/FkKbBwzP4fw

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რეფორმები და მისი საერთაშორისო იმიჯი სააკაშვილს ჩააბარა
შემდეგი სტატიარუბლზე მიბმული ,,აფსარი,, ახალი აფხაზური ფული