მართვის მოწმობებზე ქულების ჩამოკლება პატრულის თანამშრომლის გადაწყვეტილებაზე არ იქნება დამოკიდებული

მართვის მოწმობებზე ქულების ჩამოკლება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული არ იქნება და ეს სპეციალური პროგრამით მოხდება. ამის თაობაზე განმარტებები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გააკეთა.

“საპატრულო პოლიციელმა შეიძლება არ იცოდეს რამდენი ქულა აქვს მძღოლს დარჩენილი. იმისთვის, რომ საპატრულო პოლიციელისთვის დამატებითი უფლებამოსილების მიცემა თავიდან ავირიდოთ, მას შემდეგ, რაც მძღოლს პოლიციელი დააჯარიმებს და მოქალაქე არ გაასაჩივრებს, მას შემდეგ, რაც ჯარიმა კანონიერ ძალაში შევა, ქვითარი მომსახურების სააგენტოს ეგზავნება და ქულების ჩამოკლება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გზით მოხდება”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმართვის მოწმობის მსურველებს სავარაუდოდ ფსიქოლოგთან გასაუბრებაც მოუწევს
შემდეგი სტატიაკიშინიოვის ცენტრში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები აღდგა