შსს-მ ე.წ.კანონიერი ქურდი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი ვალიკო მ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვალიკო მ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად. დაკავებული კანონიერ ქურდობას აღიარებს.
გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიჩინეთმა “ცოცხალი ბუდების” სია გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე იმედოვნებს, რომ პარლამენტში წლიური მოხსენებით მისი გამოსვლა ბიუროს პირველივე სხდომაზე ჩაინიშნება