“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციების სხდომაზე თბილისის მერიის წარმომადგენლები არ მივიდნენ

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე და სატრანსპორტო სამსახურის უფროსი საკრებულოში დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდნენ. მათ საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრები ელოდებოდნენ. ოპოზიციას კითხვები დედაქალაქში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ჰქონდა. ოპოზიცია მერიის წარმომადგენლებს შეხვედრაზე არმისვლის გამო კანონის დარღვევაში ადანაშულებს.

„ის რომ შეხვედრაზე არ მობრძანდნენ, ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ხედვა, პასუხები, ისინი ვერ ახერხებენ სესხისა და ტენდერის პროცედურების დროულად ჩატარებას, რომელსაც ხალხს შეპირდნენ, ისინი არ აპირებენ ხელფასი მოუმატონ სატრანსპორტო მუშაკებს, მძღოლებს და სხვა თანამშრომლებს, და ასევე საცობებთან დაკავშირებით მათ არ გააჩნიათ ხედვა,“ – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრები მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პარკინგის პრობლემაზეც აპირებდნენ საუბარს. ირაკლი აბესაძის თქმით, ამ მიმართულებით დედაქალაქის მერი თანხას არამიზნობრივად ხარჯავს. მისივე ინფორმაციით, თბილისის მთავრობა მხოლოდ კონსულტაციისთვის, თუ სად არის დედაქალაქში საპარკინგე ადგილი, 600 ათას ლარს იხდის.

„ეს არის საზოგადოების დაცინვა, საკუთარი არაკვალიფიციურობისა და დოყლაპიობის აღიარება, საბუჯეტო სახსრების გაფლანგვა და კორუფცია,“- აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: თქვენთან ერთად გვინდა განვიხილოთ ის მიმართულებები, რაზეც ფოკუსირებას მოვახდენთ
შემდეგი სტატიადი კაპრიოს პუტინის როლის შესრულება სურს