პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართავენ

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

2012 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს განცხადებით მიმართავენ. განცხადებაზე ხელმომწერები პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ, რათა პოლიტპატიმრების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ესაუბრონ. “თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“მოგმართავთ 2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე “პოლიტიკური პატიმრის” სტატუსით გათავისუფლებული პირები, გათავისუფლების დღიდან ვცდილობთ სამართლიანობის აღდგენას. არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს მიმართ დადგენილი უკანონო და უსამართლო განაჩენები შესწავლილი და გადახედილი იქნას, რათა სწორედ სამართლებრივი გზით მოხდეს ჩვენს მიმართ ინკრიმინირებული დანაშაულებთან დაკავშირებული სიყალბეების გამოაშკარავება. ჩვენი გათავისუფლების შემდეგ ჩვენი სრულყოფილი რეაბილიტაციისათვის არათუ არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი, სამართლებრივი გზით დაგვემტკიცებინა ჩვენს საქმეებში პოლიტიკური მოტივების არსებობის, არამედ პირიქით, სისტემატურად ვხდებით ლანძღვისა და ტალახის სროლის ობიექტები სხვადასხვა მარგინალური პირებისა და ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თითქოს ჩვენთვის პოლიტპატიმრობის სტატუსის მონიჭების საფუძველი კორუფცია და საქმის ჩაწყობა იყო.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ვერ მივაღწიეთ ამ საკითხებზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დანიშვნას. აღნიშნულის გამო იძულებული ვართ მოგმართოთ თქვენ, როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს, რათა თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს შეხვდეთ ჩვენს წარმომადგენლებს, რომლებიც გაგაცნობენ ჩვენს პოზიციას აღნიშნულ პრობლემაზე, გაგიზიარებენ თავიანთ მოთხოვნებს და მომავალი მოქმედების გეგმებს”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ლევან ჩაჩუა, თორნიკე მოლაშვილი, ზაალ ჟვანია, რამაზ ღვალაძე, ზაზა გვიმრაძე, რატი მაისურაძე, ჯემალ გუნდიშვილი, ოლეგ კეშელავა, შოთა იამანიძე, ნანა თხელიძე, გიორგი გაბედავა, ივანე ჩიღვინაძე და სხვები.

banner
წინა სტატიაში„გაზპრომით“ დაწერილი საქართველოს უახლესი ისტორია
შემდეგი სტატიაგაუჩინარებული პროკურორის ბედი ისევ გაურკვეველი რჩება