სტამბულის ტექრაქტის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა გერმანელია

ძველი სტამბულში (აზიურ ნაწილში) ლურჯ მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით 11 ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი დაშავდა. დაღუპულთაგან 9 გერმანიის მოქალაქეა. ბოლო მონაცემებით დაშავებულთა შორისაც უმრავლესობა გერმანელია.

აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი ნორვეგიელი და ერთიც პერუელი ტურისტი. ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების შესახებ. საკონსულოში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავებულ და გარდაცვლილ ადამიანებს შორის ქართველები არ არიან.

თურქეთის საგამოძიებო ორგანოებმა უკვე დაადგინეს ტერორისტის ვინაობა. არსებული ინფორმაციით თავი სტამბულის ცენტრში 28 წლის სირიელმა აიფეთქა, რომელსაც ურთიერთობა ისლამურ სახელმწიფოსთან იგივე ISIS-სთან ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ზუგდიდის ყოფილ საავადმყოფოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაარასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერთან შესახვედრად ემზადება