საცობებისგან განტვირთვის მიზნით სააკაძის მოედანზე, შესაძლოა, შუქნიშნები დამონტაჟდეს

საცობებისგან განტვირთვის მიზნით, სააკაძის მოედანზე შესაძლოა შუქნიშნები დამონტაჟდეს. აღნიშნული ვარიანტი ერთ-ერთია, რომელსაც საბურთალოს რაიონში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად გერმანული საკონსულტაციო კომპანია თბილისის მერიას სთავაზობს. ასევე, გერმანული საერთაშორისო კომპანიის A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung-ის რეკომენდაციაა, სააკაძის მოედნის გარდა, სადაც ამჟამად მოძრაობა თვითრეგულირებადია, კიდევ ერთი შუქნიშანი დამონტაჟდეს ბახტრიონის ქუჩაზეც. საერთო ჯამში, გერმანული საკონსულტაციო კომპანია თბილისის მერიას საბურთალოს რაიონში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად ხუთ ვარიანტს სთავაზობს, რომელთა პრეზენტაციაც დედაქალაქის მთავრობაში დღეს გაიმართა. შეთავაზებულ ვარიანტებს შორისაა პეკინისა და კოსტავას ქუჩებზე მოკლე სატრანსპორტო გვირაბების მოწყობაც. საუბარია “26 მაისის” და “საკაძის მოედანზე”, ასევე პეკინის, კოსტავას და მათ გადამკვეთ სხვა ქუჩებზე საცობების პრობლემის მოგვარებაზე. პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე მერი ლაშა აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მთავრობის და საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაში“ცხელი წელი ელოდება ქართულ ოცნებას თუ შეუალ პოზიციაზე დარჩება,”- მამუკა კაციტაძე
შემდეგი სტატია„გაზპრომს ელაპარაკება უკრაინის ხელისუფლება, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა”