სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა

კოსაქრგუშინდელი 22 საათის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების რიცხვი 1500-მდე შემცირდა. გუშინ დილით ეს ციფრი 8 ათას აბონენტს აღწევდა. ელექტრო ენერგიის გარეშე ჩხოროწყუს, ზუგდიდის და წალენჯიხის მაღალმთიანი სოფლების რამდენიმე უბანია დარჩენილი. სადაც დაზიანებული კერების აღდგენა დილიდან განახლდა.

სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ როგორც ადგილობრივი ისე დამატებითი ჯგუფები იღებენ მონაწილეობას. კომპანიის წარმოამდგენლების განცხადებით კი, დღეისათვის ელექტრო ენერგიის მიწოდება ყველა გამორთულ აბონენტს აღუდგება.

რეგიონში გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არა არის, პრობლემა რაც 5 საცხოვრებელ კორპუსს ზუგდიდში ჰქონდა აღმოფხვრილია.

შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბს კოორდინაცია აქვს, როგორც მუნიციპალურ შტაბებთან ასევე ენერგო-პრო ჯორჯიას და სოკარ გაზის შტაბებთან.

banner
წინა სტატიაშისასწრაფოდ:პოლონელი ტურისტები დახმარებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის რანგში აშშ-ის ელჩთან პირველი შეხვედრა გამართა