“შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი”-ბედობის ტრადიცია საქართველოში

ბედობის ტრადიცია საქართველოში

ტაიმერიბედობის ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის.ახალი წლის მეორე დღე ბედობად ითვლებოდა და დღესაც ასე თვლიან. ძველ დროში იგი მომავალი განწყობისა და ბედნიერების დაბედების დღედ ითვლებოდა. ბედობას, ძველი ტრადიიციის თანახმად, ხალისიანი განწყობით, ლაღად და უდარდელად ხვდებოდნენ.

დიდ უბედურებად ითვლებოდა, თუ ამ დღეს იჩხუბებდით, რადგან მიაჩნდათ, რომ მთელი წლის მანძილძე ჩხუბი და უბედურება დაებედებოდათ. ბედობის დღესასწაულს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ამ დღესთან დაკავშირებით ოჯახის უფროსი ირჩევდა მეკვლეს, ანუ როგორც მაშინ იტყოდნენ, ,,კაიფეხის” ადამიანს. ცდილობდნენ, ოჯახიდან არ გასულიყვნენ და თუ ვინმე მეზობელი ან ნათესავი ისურვებდა ,,კაიფეხის” პატრონის სტუმრობას, ასეთ შემთხვევაში, შეეძლოთ სახლიდან გასვლა და მასთან სტუმრობა. სტუმრად წასული ,,მფერხავი” მასპინძელს უნდა სწვეოდა კოხტად და სუფთად გამოწყობილი, თან ტკბილეული უნდა მიერთმია ოჯახისთვის, ასევე მხიარულ განწყობაზე უნდა ყოფილიყო, ღვინო და სხვა სასმელი ზომიერად უნდა დაელია და უკან დაუგვიანებლად გამობრუნებულიყო.

ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება და სხვა, დაკავშირებული იყო გაწბილებასთან და მოტყუებასთან. ოჯახში თუ ვინმე ავადმყოფოდა, ცდილობდა ლოგინიდან წამომდგარიყო და ფეხზე მყოფს გაეტარებინა მთელი დღე, რადგან მიაჩნდათ, რომ თუ ბედობას ფეხზე დამდგარი და მედგრად შეხვდებოდნენ, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებდათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი ბედობის დღე იდეალურად უნდა გაეტარებინათ. ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია საქართველოში, მაგრამ ისე მძაფრად აღარ აღიქვამენ მას, როგორც საუკუნეების წინ. ამ დღესასწაულს აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს, თუმცა ოდნავ განსხვავებული ფორმებით აღნიშნავენ.

რადგან საქართველოში ახალი წელი ორჯერ აღინიშნება – ახალი და ძველი სტილით, ასევე ბედობაც ორჯერ – 2 იანვარსა და 15 იანვარს აღინიშნება.

„შემოვდგი ფეხი,
გწყალობდეთ ღმერთი
ფეხი ჩემი
კვალი ანგელოზისა“.

banner
წინა სტატიაშითოვლი სოხუმში-ასე შორს და ასე ახლოს
შემდეგი სტატიაკალიფორნიის ცაზე ტრამპის შეურაცხმყოფელი წინადადებები დაწერეს