“ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, რეაბილიტაციის კურსებს გადიოდა”

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული სანდრო მეტრეველის მამა გელა მეტრეველი ადასტურებს, რომ მის შვილს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ამის შესახებ მეტრეველმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.

„რაღაც ფსიქიური აშლილობა ჰქონდა. გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ ექიმთან დადიოდა რეაბილიტაციაზე. პოლიციელების მიმართ არანაირი აგრესია არ ჰქონია. გაოგნებულები ვართ ჩვენც. არ ვიცით რა მოხდა. რაც შეეხება იარაღს, ჩემს დიდ ბაბუას ეკუნოდა, რელიქვია იყო ჩვენი ოჯახის. შენახული გვქონდა, მაგრამ როგორც ჩანს იცოდა, სადაც იყო“, – განაცხადა გელა მეტრეველმა.

შეგახსენებთ, თელავის საპატრულო პოლიციის შენობას ცეცხლი სანდრო მეტრეველმა სავარაუდოდ საკუთარი სახლის ეზოდან გაუხსნა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გელა ლამაზოშვილი. დაჭრილია ასევე პატრულის თანამშრომელი მაია ჯავახიშვილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

banner
წინა სტატიაში“თუ იაშვილის კლინიკის ექიმებს სურთ, საქმეში სხვა ექსპერტები ჩართონ, მოსაზრება უნდა გაგვიზიარონ”
შემდეგი სტატიალალი მოროშკინამ N5 ქალთა დაწესებულების მსჯავრდებულებს და მათ შვილებს საჩუქრები გადასცა