“თუ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ვერ ჩადგებიან, ახალი თანამშრომლებით ჩანაცვლდებიან “

თუ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ვერ ჩადგებიან, ისინი ახალი თანამშრომლებით ჩანაცვლდებიან , – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილის გაფიცვის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
ნარმანიას ინფორმაციით, მერიამ წინასაახლწლოდ დასუფთავების თანამშრომლები დამატებით წაახალისეს, ისევე როგორც გასულ წელს.
“გარდა ამისა, ჩვენ სამსახურის თანამშრომლებს ახალი წელი მივულოცეთ და ისინი შესაბამისად დავაფასეთ. თუმცა, არის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის გამო, შედარებით ნაკლები ჩაერიცხათ. ეს სწორედ მოქმედი კანონდებლობიდან და წესებიდან გამომდინარეობს, ამიტომ პრეტენზია ამ თვალსაზრისით ვერ იქნება მიღებული. სამსახური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მათი საქმე ჩანაცვლდა სხვა ადამიანებით, რომლებიც ჩვენ გვყავს რეზერვში. ვფიქრობ, ისინი ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ჩადგებიან, სხვა შემთხვევაში უბრალოდ შესაძლოა მეტი პრობლემა მივიღოთ. ქალაქში ნამდვილად არ გვინდა პრობლემა. ამიტომ თუ ისინი ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ვერ ჩადგებიან, ქალაქს ვერ დავტოვებთ დაუსუფთავებელს და შესაბამისად, ისინი ახალი თანამშრომებით ჩანაცვლდებიან”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის გაფიცულ თანამშრომლებს, აქვთ მოლაპარაკებები თავიანთ ხელმძღვანელობასთან, შესაბამისად, ნარმანიას განცხადებით შეჯერდებიან, რომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს.
თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: რეფორმების მესამე ტალღას ბოლომდე მივყვებით
შემდეგი სტატია“გაერთიანებულმა დემოკრატებმა” ლევან მურუსიძის წინააღმდეგ სპეციალური პეტიცია შეიმუშავეს