“ვინმე მეტრეველი შევარდა შენობაში და დაჭრა პატრული გოგონა” – პოლიციელის მკვლელობის დეტალები

თელავის პოლიციაში მომხდარ მკვლელობის დეტალებზე ინფორმაციას დეპუტატი გივი თარგამაძე ფეისბუკზე ავრცელებს.
„თელავში პატრულის მეზობლად მცხოვრები ვინმე მეტრეველი შევარდა შენობაში, ესროლა და დაჭრა გოგონა პატრულის თანამშრომელი, მის დასახმარებლად მისული ახალგაზრდა მამაკაცი პატრული კი მოკლა. თავდამსხმელი დაჭერილია. მოტივი ჯერჯერობით უცნობია. დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. ახალი პრემიერ მინისტრისა და შსს მინისტრის აზრით, ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის…“- წერს გივი თარგამაძე.

შეგახსენებთ, თელავის პოლიციის შენობაში სროლის შედეგად სამართალდამცველი გარდაიცვალა. ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითელავში პოლიციის შენობის ეზოში სამართალდამცავი მოკლეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელის მკვლელობის ადგილზე გაემგზავრა