შემბრძანდით ბაზრობაზე, შედით მაღაზიაში, დაელაპრაკეთ ხალხს – რას ურჩევს გაბაშვილი კვირიკაშვილს

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს არსად წასვლა არ გადაუწყვეტია, ამ დონის გადაწყვეტილებებს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის იღებს. ისაა ამ ქვეყნის რეალური მმართველი. შესაბამისად, გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის გადაწყვეტილებაც სწორედ მან მიიღო.

“რომ გითხრათ მეწყინა ივანიშვილის პირად მთავრობას ღარიბაშვილი რომ არ წარმოადგენს-მეთქი, მოგატყუებთ. ეს ადამიანი არ შეეფერებოდა დაკავებულ თანამდებობას და არც საჯარო მოხელის მინამალურ სტანდარტს არ აკმაყოფილებდა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იდეის ავტორმა, შვედეთის ყოფილმა პრემიერმა, ღარიბაშვილის დასახასიათებლად ასეთი სიტყვები იხმარა – დემოკრატიული წესიერების მიღმა. ეს იყო ამ პოლიტიკოსის ყველაზე ზუსტი დახასიათება.

მოდით, სიმართლე ვილაპარაკოთ, რომელიც ყველამ ვიცით, ღარიბაშვილს არსად წასვლა არ გადაუწყვეტია, ამ დონის გადაწყვეტილებებს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის იღებს. ისაა ამ ქვეყნის რეალური მმართველი. გიორგი კვირიკაშვილმა კარგად იცის, რომ ისიც ივანიშვილის დანიშნულია.

შემდეგი სიმართლე არის ის, რომ ეს უმრავლესობა, რომელიც მას დღეს დაამტკიცებს, მხარს მხოლოდ იმიტომ დაუჭრს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს ასე. პატარა წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი, თქვენ დაკარგავთ ამ პოლიტიკური გუნდის მხარდაჭრას.

სრული სიმართლეა ისიც, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ყველა კვლევით, გამოკითხვით ეს დასტურდება. ამას არც სჭირდება კვლევები, ეს სახეზეა – შემბრძანდით ბაზრობაზე, შედით მაღაზიაში, დაელაპრაკეთ ხალხს, გაუარესდა თუ გამოკეთდა მათი მდგომარეობა. ისინი გიპასუხებენ სიმართლეს.

როდესაც ჩვენ ამ ადამიანებს ვეუბნებით, რომ მდგომარეობა კარგია, ეს ცინიზმია “-განაცხადი გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,მთელი დღის განმავლობაში ერთი სიახლე გავიგე, რომ ბატონ ხადურს მართლა არ უყვარს ციკანი”
შემდეგი სტატიარუსეთი აფხაზეთს აიძულებს, უარი თქვას თურქეთთან ურთიერთობაზე